суббота, 23 апреля 2016 г.

პროექტის გეგმა


პროექტის სახელწოდება: ინტერნეტი - საინფორმაციო სივრცე

















პროექტის მთავარი იდეა (თემა) - ინტერნეტის როლი დღევანდელ ცხოვრებაში და მასთან ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი შედეგები.
პროექტის აქტუალობა: ინტერნეტის არასრულფასოვანი გამოყენება. მოზარდების უმეტესი ნაწილი ინტერნეტს იყენებს მხოლოდ გართობის მიზნით. ისინი მეტწილად სტუმრობენ სოციალურ ქსელებს და ნაკლებად არიან დაინტერესებული შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციებით.შეეცადონ ინტერნეტი გამოიყენონ მეტი ცოდნა-განათლების მისაღებად.
პროექტის მიზანიმოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება როგორც ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში, ასევე კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
მონაწილეთა ასაკი: 11-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/სტანდარტი ესგ-დან/:
ის ტექნ. V.5მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ადამიანური რესურსი, ჩანაწერების დღიური.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დავავალებ ჩაატარონ გამოკითხვა მათ ირგვლივ მყოფი პირებისგან, ძირითადად სკოლის მოსწავლეებისგან და გაარკვიონ ვინ რა ინტენსივობით სარგებლობს ინტერნეტით და რომელ საიტებს სტუმრობენ უფრო ხშირად. შეავსებენ კითხვარებს.
მეორე ჯგუფი პირველი ჯგუფის გამოკითხვებზე დაყრდნობით შეადგენს სტატისტიკას და დადებს კვლევის შედეგებს. ბოლოს ორივე ჯგუფის ლიდერები გააკეთებენ  შედეგების პრეზენტაციას.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან: --------------------

პროექტის შეფასების რუბრიკა: 
პროექტის ხელმძღვანელი: ჯულიეტა მოსია
პროექტის ბლოგი: http://mosiajuli.blogspot.com/



суббота, 16 апреля 2016 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა - ტექსტური რედაქტორი MS Word
სწავლების საფეხური - დაწყებითი, მე-5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი - 8 მოსწავლე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა - მოსწავლეები ეუფლებიან ტექნოლოგიებს და სწავლობენ მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გაკვეთილის მიზანი - MS Word-ის მეიუ insert -ის ინსტრუმენტები და ბრძანება insert object გამოყენება.
მისაღწევი შედეგი/სტანდარტი - V.6 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
ინდიკატორი: იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალებების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა).
წინარე ცოდნა: მოსწავლემ იცის word ტექსტურ რედაქტორში ტექსტის გაფორმება. (აბზაცები, სიმბოლოების, ფიგურების, სურათების ჩასმა და მათზე მოქმედებები)
შეფასების საგანი და პროცედურები - მოსწავლე ფასდება წინასწარ შემუსავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით. განმსაზღვრელი შეფასება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები - კომპიუტერი, პროექტორი, ფაილები MS Word, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
1 აქტივობა - ვახდენ კლასის ორგანიზებას და ვაცნობ შეფასების რუბრიკას. 
მეთოდი - შეფასების რუბრიკას ვაცნობ ეკრანზე ჩვენებით. /3წთ./
2 აქტივობა - ვაცნობ მენიუ insert-ის ზოგიერთ ინსტრუმენტს და ბრძანება  insert object, მეთოდი - მინი ლექცია კომპიუტერის გამოყენებით. /10 წთ./ 
3 აქტივობა - ვიყენებ ინტერნეტრესურსს - ვიდეო გაკვეთილი /10 წთ/, 
მეთოდი - მუშაობა წყვილებში კომპიუტერტან.
4 აქტივობა - ვაძლევ პრაქტიკულ დავალებას ტექსტურ რედაქტორში /15 წთ/, 
მეთოდი - კითხვა-პასუხი
5 აქტივობა - შეფასება. მოსწავლეებს ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით./3 წთ/
           

                                                    



воскресенье, 3 апреля 2016 г.

პროფესიული წინსვლისთვის

2016 წლის 26 მარტი - ტრენინგი ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" დღე პირველი

საჭიროება - პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ამ ტრენიგის გავლა მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისთვის. მართალია მეორე დონის ტრენინგზე
მოლოდინი - გაგრძელება იქნება...........